1.პროექტის სახელწოდება:
„ მოვიდა გაზაფხული „
2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა):
მოსწავლეებს საკუთარი
თვალით დავანახო, როგორ ხდება თესვა, (საგაზაფხულო სამუშაოები სოფლად).
ვამუშაო ბავშვები სკოლის ეზოში,
მივაჩვიო მიწაზე შრომას.
4.პროექტის მიზნები:
მივაჩვიო და შევაყვარო ბავშვები
შრომას, მიწის მოვლა–პატრონობას,გავუღვივო შრომის სიყვარული.
5.მოსწავლეთა ასაკი:
7 –8 წელი. II-კლასი.
6.ვადები/ ხანგრძლივობა/ :
პროექტის ვადაა– 1 კვირა.
ბავშვების თვალით დანახული სიხარული,
როგორ ამოდის თავიანთი ხელით დათესილი მცენარეები.
მოიძიონ ინფორმაცია მცენარეებზე,
რომელსაც თესავენ. შექმნან ჩანახატები,მოიძიონ
სურათები.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი
რესურსები:
სამუშაო იარაღები: ( თოხი, ბარი, ფოცხი), სარწყავი
ვედრო, ფურცელი, კალამი, კომპიუტერი.
9. პროექტის მსვლელობა:
·
ადგილის მოძებნა, სადაც შეიძლება ვიმუშაოთ;
·
ადგილის დასუფთავება;
·
დაბარვა, დათესვა, მორწყვა.
·
დაკვირვება მიწაზე ( როდის იწყებს ამოსვლას მცენარე);
·
ზრდის პერიოდი, (რა ვადაში გაიზარდა მცენარე );
·
შესრულებული სამუშაოს აღწერა, ჩანიშვნა.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ა) ქართული: გაზაფხულის აღწერა, პატარა თხზულების შექმნა, სამუშაო
იარაღების აღწერა.
ბ) ბუნება:
შრომა–ბუნებაში,ბუნებრივი მოვლენების დაკავშირება
მცენარის აღმოცენებასთან, აღწერა, დაკვირვება, ცხრილზე მუშაობა.
მუშაობენ ჯგუფებად; ( თითეული ჯგუფი თესავს ერთი სახის მცენარეს.)
.
ინგა ირემაძე.
12.ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა:
13. პროექტის
ვებ–გვერდი/ბლოგი:
No comments:
Post a Comment